კულება: ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე კონსენსუსს მიაღწია

„ევროკავშირმა მიაღწია კონსენსუსს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც „მხოლოდ დროის საკითხია,“ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 2 ოქტომბერს განაცხადა.


„ყველას გადაწყვეტილი აქვს წინსვლა მაქსიმალური სისწრაფით, ყველა იმ რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინამ გაატარა, ახორციელებს და განახორციელებს,“ - განმარტა კულებამ პრესკონფერენციაზე კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენი მთავარი სიგნალი ასეთი იყო: ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის შვიდივე ძირითად რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ ეს შეფასდება პატიოსნად, გამჭვირვალედ, დამატებითი პირობების გარეშე. ატმოსფერო (შეხვედრის) აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ საკითხზე," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 2 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. ევროკავშირის ფაგრლებს გარეთ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო.