ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა წელს შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის €5 მილიარდი დაამტკიცოს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დღეს კიევში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა წელს შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 5 მილიარდი ევრო დაამტკიცოს.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დღეს გამართულმა დისკუსიამ ხელი შეუწყო უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების უკეთ გააზრებას. ესპანელი დიპლომატის თქმით, ეს იყო მისი საუბრის ცენტრალური თემა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში ახალი ორმხრივი მრავალწლიური ეკონომიკური პაკეტი შევთავაზე, რომლის ოდენობაც მომავალი წლისთვის 5 მილიარდ ევრომდე იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეთანხმებას მივაღწევთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.