ავსტრალიური კომპანია უკრაინაში დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის

ავსტრალიური კომპანია უკრაინაში Slinger-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ შექმნილი ავსტრალიური სისტემის შეძენას უკრაინა მცირე თანხებით შეძლებს.


ავსტრალიური თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Electro Optic Systems (EOS) უკრაინას Slinger-ის „დრონების მკვლელის” სისტემას გადასცემს. უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა უკრაინას დაეხმარება უკეთ დაიცვას საჰაერო სივრცე.


„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დრონების გამოყენებით შეტევების რაოდენობის ზრდას, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დრონების წინააღმდეგ იმ სისტემების ტიპები, რომლებიც დღეს გამოიყენება ძალიან ძვირია,”- განაცხადა ავსტრალიური კომპანიის წარმომადგენელმა, მეტ ჯონსმა.