ფინეთმა სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულო დახურა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალურმა საკონსულომ, რომელსაც ივლისში მოსკოვმა ლიცენზია შეუჩერა, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან მუშაობა შეწყვიტა.


პირველი სექტემბრიდან ყველა საკონსულო და მიგრაციული საკითხი მოსკოვში ფინეთის საელჩომ გადაიბარა. სანკტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულო 1923 წლიდან ფუნქციონირებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საემიგრაციო საკითხებში ფინეთის საზღვართან სიახლოვის გამო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში რუსეთმა ფინეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშები გაყინა და მოგვიანებით 9 ფინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.