ბრიტანელი მინისტრის თქმით, უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად დაამარცხა - მედია

უკრაინის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე გამოიწვია რუსეთის საზღვაო ძალების "ფუნქციური დამარცხება" შავ ზღვაში, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ 3 ოქტომბერს, ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე, იუწყება Ukrainska Pravda.


ჰიპიმ აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალები ახლა „იძულებულნი არიან, გაიფანტონ პორტებში, საიდანაც მას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინაზე.

„ეს საზღვაო გამარჯვება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის მოულოდნელი კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში 2022 წლის შემოდგომაზე,“ განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია განლაგებული, მთელი რიგი მასშტაბური თავდასხმები განიცადა ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის დარტყმები სამეთაურო პუნქტზე 20 სექტემბერს და მის შტაბ-ბინაზე 22 სექტემბერს.