საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვია

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა სომხეთში ჩავიდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატრინ კოლონას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიღებს. ასევე მოსალოდნელია შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.


აღსანიშნავია, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს კოლონას პირველი ვიზიტია.