აშშ-მ და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, აშშ-მა და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

წვრთნები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„საზღვაო სასწავლო აქტივობა „Sama Sama 2023” არის აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის საზღვაო წვრთნების მეშვიდე და უდიდესი ეტაპი, რომელშიც მონაწილეები ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და მალაიზიიდან შეუერთდებიან აშშ-სა და ფილიპინებს,“ - აღნიშნულია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში.


„ტაგალურ ენაზე „Sama Sama" არის ფრაზა, რომელიც ნიშნავს „ერთად" და არ არსებობს უკეთესი ფრაზა ამ წვრთნების სულის აღსაწერად," - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა, შონ ლუისმა. წვრთნები მანილასა და პეკინს შორის იმ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიულ დავებს უკავშირდება.