ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ბუჩასა და ირპინში ჩავიდა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური სამუშაო ვიზიტით კიევის რეგიონს ეწვია. მან მოინახულა კიევის გარეუბნები ირპინი და ბუჩა, ქალაქები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ აქტიური საომარი მოქმედებების დროს.

ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.

მინისტრმა ჰოსტომელის გზატკეცილი დაათვალიერა, სადაც საცხოვრებელი სახლებისა და გზის აქტიური რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.


გარდა ამისა, მან დაათვალიერა კერძო სახლების ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის ადგილი. ბუჩაში თავდაცვის მინისტრმა წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის და ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესია და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა.

„ეს არის ჰანო პევკურის მეორე ვიზიტი კიევის რეგიონში. მისი პირველი ვიზიტი გასული წლის ივნისში გაიმართა“ - ნათქვამია კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ესტონეთის თავდაცვის მინისტრს რეგიონში ვიზიტისას თან ახლდა კიევის რეგიონის გუბერნატორი მიხაილო იემეც.