ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ფინეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთმა უკრაინის დახმარებაში წვლილი თითქმის 2 მილიარდი ევროთი უკვე შეიტანა.

გასულ კვირას ვალტონენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი გადაიქცევა მშვიდობიან დემოკრატიად და დასავლეთი უნდა მოემზადოს ყველაზე უარესისთვის.