ზელენსკი: მომავალ კვირებში ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი ჰქონდეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან უახლოეს კვირებში, რათა უკრაინელ სამხედროებს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდეთ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები.


„მომავალ კვირებში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ხვალ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალურ ანგარიშს ელის აღდგენითი პროექტების შესახებ. ცალკე ინსტრუქციები მიიღეს სამხედროებმა.