„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პრესსპიკერმა განმარტა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა, გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, “რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დაააყენა და ეწინააღმდეგებოდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს”, - ამბობს ფონდის პრესსპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. ის აღნიშნავს, რომ პრობლემური იყო სულ ბოლოდროინდელი ცვლილებაც სანქციებთან დაკავშირებით:
„უფრო ახლახან, ბოლოდოინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, - განმარტავენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში.“