„მიგაჩნიათ თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკურ ძალად?“ ეს შეკითხვა დაუსვეს ტრადიცულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს, ვედანტ პატელს.
- „მე უბრალოდ არ ვაპირებ ასე კატეგორიზაციას ამა თუ იმ გზით. ეს ჩემთვის შეუსაბამო იქნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან,“ - აღნიშნა პატელმა.
ამავე პრესკონფერნციიდან:
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია