საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინაში მუდმივი მისია აღადგინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) კიევში მუდმივი მისია აღადგინა. 

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) ავრცელებს. 

„მოხარული ვარ, გამოვაცხადო კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის აღდგენის შესახებ. ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩართულობას უკრაინასთან," - წერს გეორგიევა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, უმა რამაკრიშნანი კიევში პირველ ოქტომბერს ჩავიდა და უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.