Reuters: ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს, რადგან კიევის მხარდაჭერაზე ბუდაპეტშის თანხმობის მოპოვებას ცდილობს

ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს.

ეს სახსრები გაყინული იყო კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო.

ევროკავშირი ცდილობს, მოიპოვოს ბუდაპეშტის თანხმობა უკრაინის დახმარებაზე, მათ შორის კიევის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტო წერს, რომ უნგრეთი უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს რუსეთთან ის და განიხილება მთავარ პოტენციურ ოპონენტად დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები კიევთან, რაც ევროკავშირის 27 წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.


სასწორზე ასევე დევს ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების წინადადება, რათა წევრმა ქვეყნებმა მეტი წვლილი შეიტანონ ბლოკის ერთობლივ მიზანში, კიევისთვის მეტი დახმარება და დაფინანსება უზრუნველყოს. ეს გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია ამ წლის ბოლოს და ასევე მოითხოვს ერთსულოვნებას.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ უნგრეთზე ზემოქმედების მიზნით, ბლოკი მოელის, რომ გადახედავს მილიარდობით ევროს ღირებულების დაფინანსებას, რომელიც ახლა გაყინულია იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასამართლოების დამოუკიდებლობა შეზღუდა.