შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დელეგაციას, რომელიც ბირთვულ მოლაპარაკებებზე დასასწრებად ემზადებოდა, ვიზა არ მისცა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს.
სერგეი რიაბკოვის თქმით, რუსეთი იმუშავებს მოლაპარაკებების ალტერნატიული დროისა და ადგილის მოსაძებნად. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაუქმება არის შეერთებული შტატების, როგორც გაეროს სააგენტოს მასპინძელი ქვეყნის მიერ ფუნქციების ბოროტად გამოყენება.
ექსპერტთა შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომის ფარგლებში უნდა გაიმართოს.
ერთი დღით ადრე რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ბირთვული ქვეყნების არაფორმალური ასოციაციის კოორდინატორი, გეგმავს, შესთავაზოს კონსულტაციების გამართვა „ბირთვული ხუთეულის“ ფორმატის ფარგლებში. „ბირთვული ხუთეული" არის სახელმწიფოების არაფორმალური გაერთიანება, სადაც შედიან რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი.