უკრაინა ბრიტანულ კომპანიასთან ერთად ჰაუბიცების წარმოებაზე მუშაობას იწყებს

უკრაინა ბრიტანულ კომპანიასთან ჰაუბიცების წარმოებაზე იწყებს მუშაობას, გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო, თურქულმა კომპანიამ კი უკვე დაიწყო ქარხნის მშენებლობა. 

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ უცხოურმა კომპანიებმა წარმოება დაიწყეს უკრაინაში, რადგან მათ ეს შესაძლებლობად მიიჩნიეს.

ამიტომ მინისტრი დარწმუნებულია, რომ მსგავსი თანამშრომლობა კიდევ იქნება და „ერთად იქმნება თავისუფალი სამყაროს არსენალი.“

მინისტრის თქმით, სარაკეტო პროგრამა მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ეს ამოცანა უკრაინის პრეზიდენტმა დააყენა.