უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ბოლო ომი იყოს ევროპასა და მსოფლიოში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიმდინარე ომი ბოლო იყოს ევროპასა და მსოფლიოში და აგრძელებენ ნაბიჯ-ნაბიჯ რუსული არმიის ჩვენი მიწიდან გაძევებას. „უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი ომი იყოს ევროპაში და მსოფლიოში. და სწორედ ამიტომ ვიბრძვით - საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პატივისცემისთვის,“ - განუცხადა ზელენსკიმ Sky TG24-ს ინტერვიუში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვერ დაიღლება უკრაინის დახმარებით, რადგან უკრაინა რუს აგრესორს იგერიებს.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები ძალიან მოტივირებულები არიან. „ჩვენ ვაპირებთ მტრის დამარცხებას. ინიციატივა ახლა ჩვენს ხელშია. თუნდაც ტემპი ნელი იყოს, მაგრამ ყოველდღე ჩვენ რუსეთს ეტაპობრივად ვაძევებთ ჩვენი მიწიდან,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ის ამბობს, რომ უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მთელი რიგი სირთულეების გადალახვა უწევთ: „მჭიდროდ დანაღმული ტერიტორიები, იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა, საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობა. ზამთარი მოდის. ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა ჩვენი ყველა მოქალაქისთვის: ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და ჩვენი მეომრებისთვის. ეს ზამთარი ღირსეულად უნდა გავიაროთ რომ ბრძოლის ველზე ინიციატივა არ დავკარგოთ," - განაცხადა ზელენსკიმ.