უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსი, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ჩავიდა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში განათავსა.
„ჩავედი გრანადაში, ესპანეთში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ერთობლივი მიზანია, უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო ევროპული სახლის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაღრმავებაზე, განსაკუთრებით რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ამ კუთხით უკრაინას აქვს არსებითი წინადადებები. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ შავი ზღვის რეგიონს, ასევე ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნავიგაციის თავისუფლების გასაძლიერებლად. უკრაინის მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. ჩვენ უკვე ჩავუყარეთ საფუძველი პარტნიორებთან ახალ ხელშეკრულებებს და ველოდებით მათ დამტკიცებასა და განხორციელებას. ეს უნდა იყოს პროდუქტიული დღე უკრაინისთვის და მთლიანად ევროპისთვის,“ - წერს ზელენსკი.