უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სულ მცირე 47-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად, რომელიც ხუთშაბათს, კუპიანსკის მახლობლად მდებარე სასურსათო მაღაზიაზე მოხდა.
„სასტიკი რუსული დანაშაული - სარაკეტო თავდასხმა ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, სრულიად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი. ხარკოვის რეგიონის კუპიანსკის რაიონი. ამ დროისთვის ცნობილია 47-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ვუსამძიმრებ ყველას. რომლებმაც დაკარგეს ოჯახი და მეგობრები, დაჭრილებს ეხმარებიან...“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
„რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს ეხმარება სანქციების თავიდან აცილებაში, დამნაშავეა. ყველა, ვინც დღემდე მხარს უჭერს რუსეთს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერაქტები მხოლოდ ერთი მიზნით სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია გახდეს ახალი ნორმა მთელი მსოფლიოსთვის,“ - წერს პრეზიდენტი.