აზერბაიჯანში ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები - "Khazri-2023" იმართება. სწავლება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო გემებისა და სამხედრო მოსამსახურეების, ტარდება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებისას ტერორისტული ჯგუფების მიერ ოკუპირებული კუნძულის გათავისუფლების ამოცანები საზღვაო სპეცრაზმმა და საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა შეასრულეს. „აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული ამოცანების შესრულებისას მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ.“
აღსანიშნავია, რომ წვრთნებში, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ირანის საზღვაო ძალების დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.