ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, წელსვე დაიწყონ მოლაპარაკებები მოლდოვის გაწევრიანებაზე ევროკავშირში.
რეზოლუციის თანახმად, მოლდოვის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ „აჩვენა მონდომება და უნარი შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.“
რეზოლუციის ავტორების განცხადებით, მოლდოვის გაწევრიანება ევროკავშირში, არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია გაერთიანებულ და ძლიერ ევროპაში.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოლდოვის მთავრობას, გააგრძელოს რეფორმები, რათა მიაღწიონ "ხელშესახებ შედეგს და გაუმჯობესდეს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტები.
მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო.