ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ.
ევროპელმა ლიდერებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის ფარგლებში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებისკენ, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ბედის დასადგენად და განაღმვითი სამუშაოების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.
მიშელმა, მაკრონმა და შოლცმა ხაზი გაუსვევ სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი მათ ურყევ მხარდაჭერას.
მხარდაჭერა გამოხატეს ყველა მიმართულებით ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისადმი, სომხეთის რესპუბლიკის საჭიროებებზე დაყრდნობით.
ლიდერები სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც შეთანხმდნენ, ვინაიდან, ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადმოსახლების შედეგების წინაშე დგას.
„მათ აღნიშნეს, რომ ამ დევნილებს სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეთ, ყველანაირი პირობების გარეშე, საერთაშორისო მონიტორინგით, მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებებისადმი შესაბამისი პატივისცემით,” - წერია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების ავტორები დღეს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდნენ.