ნორვეგიელი მწერალი, იუნ ფოსე ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
„მისი ნამუშევარი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, შედგება მრავალი პიესის, რომანის, პოეზიის კრებულის, ესეების, საბავშვო წიგნებისა და თარგმანებისგან," - ნათქვამია ნობელის კომიტეტის პრესრელიზში. ფოსი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებში.
იუნ ფოსი 1959 წელს დაიბადა. ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც დრამატურგი. მისი ნამუშევრების მიხედვით სპექტაკლები მსოფლიოს მრავალი ქვეყანის თეატრებში იდგმება. ფოსის სადებიუტო რომანი „წითელი, შავი" 1983 წელს გამოქვეყნდა.