პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოსცადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოსცადა. 

„ჩატარდა “ბურევესტნიკის” ბოლო წარმატებული გამოცდა - გლობალური მანძილის ფრთოსანი რაკეტის ბირთვული სისტემით, ბირთვული ძრავის სისტემით,” - განაცხადა პუტინმა.


ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ გმორიცხავს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველი ბირთვული აფეთქების შემცველი ტესტის ჩატარებას.

პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში “სარმატის” სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი საბრძოლო მზარდყოფნაში ჩადგება.

“ფაქტობრივად დავასრულეთ “სარმატზე” - ზემძიმე რაკეტაზე - მუშაობა. კითხვა იმაშია, რომ წმინდად ადმინისტრაციულად-ბიუროკრატიულად გვჭირდება ზოგიერთი პროცედურის დამთავრება," - განაცადა პუტინმა.