ოკუპირებულ ყირიმზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ოკუპირებულ სევასტოპოლში ორი უეკიპაჟო საზღვაო კატერის თავდასხმას იგერიებენ.

სევასტოპოლის ე.წ. „გუბერნატორი“ მიხეილ რაზვოჟაევი ამტკიცებს, რომ ხმამაღალი ხმები, რომელიც ისმოდა შავი ზღვის ფლოტის დამხმარე ეკიპაჟების მუშაობის შედეგია, რომლებიც საზღვაო კატერების შეტევას იგერიებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, კიევმა კვლავ სცადა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.