დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ზამთრისთვის $600 მილიონს გამოუყოფს.
სუნაკის ოფისის ცნობით, დახმარების გამოყოფა მოიცავს 500 მილიონი ფუნტის (600 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სასესხო გარანტიას, რომელიც მსოფლიო ბანკის მეშვეობით გაიცემა.
ლონდონი ასევე გაუგზავნის 41 მილიონ დოლარს გაეროსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინელებს თავშესაფრითა და თბილი ზამთრის ტანსაცმლით ამარაგებს, ასევე 12, მილიონ დოლარს გამოყოფს საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის შესანარჩუნებლად, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ.
2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის დახშობა მასიური დარტყმებით სცადეს, რამაც ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა და გათბობის ნაკლებობ გამოიწვია. კიევი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მომავალ ზამთარში კვლავ შეეცდება ამ სტრატეგიას გამოყენებას.