პაველ ჰერჩინსკი: ვხედავთ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების მნიშვნელოვან ზრდას, რომელსაც ზოგჯერ, ზოგიერთი აქტორიც ამრავლებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა მედეგობას იჩენს დეზინფორმაციის მიმართ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური აქტორიც უწყობს ხელს, ევროკავშირის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა მაღალია.


„ვხედავთ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების ზრდას და მე ნამდვილად გაოცებული ვარ საქართველოს მოსახლეობით, რომელიც მედეგობას იჩენს ამგვარი დეზინფორმაციის მიმართ. საზოგადოებრივი გამოკითხვა ადასტურებს ძალიან მაღალ ნდობას ევროკავშირის მიმართ და მიუხედავად ამ ძალზე ძლიერი დეზინფორმაციისა, რომელსაც ზოგჯერ, სამწუხაროდ, ზოგიერთი აქტორიც ამრავლებს, საქართველოს მოსახლეობა პროევროპულია და მიუხედავად ამ პროპაგანდისა, ქართველებს ესმით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა,“ - აღნიშნა ელჩმა.