ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელის შეხვედრაში.
ამის შესახებ მან გრანადაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
კერძოდ, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ გადაწყვიტა ორივე ლიდერი ბრიუსელში მიეწვია ოქტომბრის ბოლოს და ორივე ლიდერი დათანხმდა ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოს შესრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლციმა ერთი დღით ადრე გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ მონაწილეობდა.