ახალი ამბები
უცხოეთი
ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეკრებილი ევროპელი ლიდერები სტრატეგიულ საკითხებს განიხილავენ, ფოკუსშია ორი დიდი საკითხი – გაფართოება და მიგრაცია.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომ არის 10 კანდიდატი ქვეყანა, ყველას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა.
„გაფართოვებას რაც შეეხება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მორგებული მიდგომით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიდგომით, ნათელი გონებით, რომელიც მათ ბიძგს მისცემს, რომ უფრო სწრაფად გაწევრიანდნენ, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა. უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც წინ იდგნენ, ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა,“ – განაცხადა ბორელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.