უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) მიხაილ ფრიდმანს, პეტრ ავენსა და ანდრეი კოსოგოვს 17 მილიარდი ჰრ (464 მილიონი დოლარი) ღირებულების აქტივები ჩამოართვა.
„სამი რუსი ოლიგარქი, სავარაუდოდ, პუტინის ახლო წრეს მიეკუთვნება და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში აქტიურად არის ჩართული,“ აცხადებენ SBU-ში.
მთლიანობაში, ოლიგარქების მფლობელობაში არსებული 20 კომპანია დაყადაღებულია. სია მოიცავს ფინანსურ კომპანიებს, საკომუნიკაციო და IT კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს და მინერალური წყლის ქარხნებს.
ფრიდმანმა და ავენმა რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკი, ალფა ბანკი დააარსეს. ისინი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების სამიზნეები გახდნენ.
2023 წლის მარტში გაჩნდა ცნობები, რომ ოლიგარქები ცდილობდნენ ბანკში თავიანთი წილის მიყიდვას კოსოგოვისთვის, რომელსაც სანქციები არ დაეკისრა. 2023 წლის სექტემბერში SBU-მ გამოაცხადა, რომ ფრიდმანი ეჭვმიტანილი იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაფინანსებაში. ლვოვში დაბადებულ ფრიდმანს რუსეთის და ისრაელის მოქალაქეობა აქვს. 2015 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი ფრიდმანი 2022 წლის დეკემბერში, დიდ ბრიტანეთში დააკვეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.