აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შტატები ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება სექტემბერში მოსკოვის მიერ აშშ-ის საელჩოს ორი მაღალი რანგის დიპლომატის გაძევებისთვის პასუხს წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან თავისი დიპლომატების დევნას არ შეეგუებიან.


„სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები მკაფიო სიგნალია, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიუღებელ ქმედებებს შედეგები ექნება,” - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი, ჯეფრი სალივანი და საელჩოს მეორე მდივანი, დევიდ ბერნსტაინი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებისთვის.“