რუსეთმა რამდენიმე დღის განმავლობაში მეორედ ჩამოაგდო საკუთარი Su-35 - Newsweek

Newsweek-ი წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე დღის განმავლობაში მეორედ ჩამოაგდო საკუთარი Su-35, ამჯერად - ოკუპირებულ მარიუპოლთან.

„გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ბოლო რვა დღეში მეორედ ჩამოაგდეს საკუთარი მოწინავე თვითმფრინავი. ინციდენტი პარასკევს მოხდა მარიუპოლში, უკრაინის თავდაცვის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული მრავალი ცნობის თანახმად. ინფორმაცია მწირია, მაგრამ მიუთითებს რუსული Su-35 მრავალფუნქციური გამანადგურებლის პილოტზე, რომელიც თავდასხმას გადაურჩა.


„ეს ახალი ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია. Newsweek-ს არ შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს კადრები ან ინფორმაცია. გამოცემამ კომენტარისთვის რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს ელექტრონული ფოსტით მიმართა,“ - წერს Newsweek-ი.


ცნობისთვის, როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, 80-დან 90 პროცენტამდე იყო დარწმუნებული, რომ SU-35 ინციდენტის დროს განადგურდა.

„28 სექტემბერს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტოკმაკის თავზე, დიდი ალბათობით ჩამოაგდეს საკუთარი Su-35S FLANKER M, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი,“ - წერს ბრიტანული დაზვერვა ანგარიშში.