ზელენსკი: ამ ზამთარს რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეცდება

მომავალ ზამთარში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დანგრევას მეტი თავდასხმით შეეცდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა სრულიად აცნობიერებს საფრთხეებს.


„დღეს შტაბის სხდომაზე მოვისმინე ანგარიშები სამხედროებისგან და ყველა ოფიციალური პირისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ენერგეტიკული ინდუსტრიის დაცვასა და ზამთრის გადალახვის სტრატეგიაზე.

კერძოდ, მთავრობის მეთაურმა, მინისტრებმა, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა, კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენლებმა და რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ყველაფერზე, რაც ეხება ობიექტების ფიზიკურ დაცვას, რეკონსტრუქციას, ბრძანებების შესრულებას და პროცედურებს გარკვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

ამ ზამთარს გამარჯვება, ყველა სირთულის დაძლევა და ჩვენი ხალხის დაცვა გადამწყვეტია. და, სხვათა შორის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად უნდა დაასრულოს მოსამზადებელი სამუშაო. რეგიონებში ზამთრისთვის მზადყოფნის ამჟამინდელ მდგომარეობას მომავალ კვირას შევაფასებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.