ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტული თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.
Lufthansa ავიარეისების რაოდენობას ამცირებს. „ერთი რეისი თელავივიდან ფრანკფურტის მიმართულებით ამ შაბათს შესრულდება: Lufthansa-ს ყველა სხვა რეისი თელ-ავივის მიმართულებით და უკან ამ შაბათისთვის გაუქმებულია“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ფრანკფურტის აეროპორტის მთავარ გვერდზე შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი რეისი თელ-ავივის მიმართულებით გაუქმდა.
შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ინდუსტრიული გამოცემის AeroTelegraph-ის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა. Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელავივის ნაცვლად, იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა. ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი თელ-ავივის ნაცვლად ლარნაკაში დაეშვა.
გამოცემის ცნობით, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავიც კვიპროსის მახლობლად შემობრუნდა. პოლონურმა გადამზიდავმა LOT-მა კი, შაბათის ფრენები თელ-ავივის მიმართულებით, ასევე გააუქმა.