ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის პირველი ეტაპი დამთავრდება ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რაც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურებას.“
„ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე. ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.