ბლინკენის თქმით, აშშ ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა.

„ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით," - განაცხადა ბლინკენმა.

„პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმების გასამკლავებლად,“ - აღნიშნა ბლინკენმა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელში რამდენიმე ამერიკელი დაიღუპა.

მისი თქმით, ოფიციალური პირები ცდილობენ, გადაამოწმონ ინფორმაცია.