დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ისრაელში არსებულ ვითარებას "საშიში და სწრაფად განვითარებადი“ უწოდა. მან განაცხადა, რომ არავის სურს რეგიონული ესკალაციის ხილვა“.
სუნაკმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ცალსახაა, რომ "ჰამასი" და მისი მხარდამჭერები არიან "სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე".
დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მან უთხრა კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად და რომ ქვეყანა მტკიცედ დგას ისრაელთან, რადგან მას თავდაცვის უფლება აქვს.
ბრიტანეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია ისრაელში კოლეგასთან ბრიტანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.