Forbes-მა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც კულებამ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია, ამიტომ ევროპელებმა უკრაინასთან ერთად უნდა გაიმარჯვონ.
კულებას თქმით, ევროპაში ახლა გავრცელებულია ნარატივი, რომ უკრაინას ექნება გრძელვადიანი მხარდაჭერა, „რამდენიც სჭირდება“ გამარჯვებას.
„ევროპისთვის ეს არის ეგზისტენციალური ომი. ევროპელებს ესმით, რომ ეს მათაც ეხებათ. მათ არ შეუძლიათ, ამ ომში არ მოიგონ უკრაინასთან ერთად. ეს იქნება ევროპის დასასრული, თუ უკრაინა წააგებს,“ - მიიჩნევს კულება.
შეგახსენებთ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოკავშირეებმა დროის გამოცდას უნდა გაუძლონ უკრაინის დახმარების საკითხში, რადგან ახლა კრემლი დასავლეთის დაღლას იმედოვნებს. ამას ხაზი გაუსვა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებულ ვითარებაში ბუნებრივი და ლოგიკურია უკრაინის NATO-ში მიღება.