პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს გადასცეს მიწა სკუბიანკაში, რეკრეაციული ცენტრით, რომელიც ადრე რუსეთის საელჩოს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის Twitter პოსტიდან გახდა ცნობილი.
სამხედროებისთვის ობიექტების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა თავად მარიუშ ბლაშჩაკმაც მიიღო. ბლაშჩაკის თქმით, ამ ტერიტორიებზე სამხედრო ტერიტორიული თავდაცვის წვრთნები ჩატარდება.