პრეზიდენტი: ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს.“

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ,“ - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისათვის, მოქალაქეები დღეს ავიაკომპანია აირზენას ბილეთების ფასის გაზრდაში დაადანაშაულეს, რასაც თავად კომპანიაში უარყოფენ.