ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს.

მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ.

„გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში.


ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება.

შაბათის თავდასხმების შემდეგ ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 260 ადამიანი მუსიკალურ ფესტივალზე. ღაზაში საჰაერო თავდასხმების შედეგად, 690 ადამიანი დაიღუპა. გაეროში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია.