უკრაინა რუსეთთან დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას გეგმავს

უკრაინა რუსეთთან დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას აპირებს. 

შესაბამისმა კანონპროექტმა უკრაინის პარლამენტში განსახილველად საჭირო ხმების რაოდენობა დააგროვა.


უკრაინის უმაღლესმა რადამ 5 ოქტომბერს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) საქმიანობას. პარლამენტში საჭირო 226 ხმის შეგროვების შემდეგ შეთავაზებული კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა განსახილველად.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ისეთი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან და უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებენ.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 54% მიიჩნევს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას საქმიანობა უნდა აეკრძალოს.