რუსული მხარის ცნობით, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა. მისივე თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს.

„ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის,“ - განაცხადა ნოფალმა.