სუნაკი: ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე, ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ლონდონში მდებარე სინაგოგაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის ჩატარებულ მსახურებას დაესწრო, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მცხოვრები ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„აქ მოვედი, რომ თქვენ გვერდით ვმდგარიყავი მწუხარების ჟამს, რამდენადაც ჩვენ ვგლოვობთ ამ საშინელი ტერაქტის მსხვერპლს. ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები.

ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. გაერთიანებული სამეფო ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის,“ – განაცხადა რიში სუნაკმა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.