ფინეთის მთავრობას სურს, რუსებისთვის უძრავი ქონების - სახლების, ბინების და აქციების ჩამორთმევის პროცესი გაამარტივოს. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც სამართლებრივ ვალდებულებებს არ იცავენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ფინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონებისა და საცხოვრებლის რუსი მფლობელები „სულ უფრო უგულვებელყოფენ თავიანთ სამართლებრივ ვალდებულებებს.“
2027 წლამდე ვადის დასრულებამდე, ფინეთის მთავრობას სურს, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილი უძრავი ქონების კონფისკაციას, განაცხადა ფინეთის იუსტიციის მინისტრმა ლეენა მერიმ.
„მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და საბინაო კოოპერატივებში წილების ჩამორთმევის პროცესს,“ - განაცხადა მინისტრმა.
- ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნის გავლით მოგზაურობაზე ახალ შეზღუდვებს უწესებს