გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის არჩევას ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის არჩევას ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში.

ევროპის ქვეყნებიდან იქ წარმოდგენილი იქნებიან ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები. რუსეთი კონკურენციას უწევდა ალბანეთსა და ბულგარეთს საბჭოში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ორი ადგილისთვის.


შეგახსენებთ, რომ კრემლმა საბჭოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 7 აპრილს, გაერომ რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუცია მიიღო.