გერმანია უკრაინას 1 მილიარდი ევროს (1,1 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„ამ ახალი „ზამთრის პაკეტით“ ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნას,“ - ნათქვამია მის განცხადებაში.
პისტორიუსის თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ისა და IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კიდევ სამ Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღსა და 10 Leopard 1A5-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს.
განცხადება გაკეთდა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ. ოთხშაბათს, ბრიუსელში მოკავშირეები, უსაფრთხოების სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.