ბაიდენის თქმით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილებს შორის ამერიკელებიც არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განმავლობაში აყვანილ მძევლებს შორის ამერიკელებიც არიან.

„ახლა ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის მოქალაქეები არიან „ჰამასის“ პატიმრობაში მყოფთა შორის,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა განმარტა, რომ მან თავის გუნდს უბრძანა „მოხდეს დაზვერვის გაზიარება და განათავსონ დამატებითი ექსპერტები შეერთებული შტატების მთავრობიდან, რათა კონსულტაციები გაუწიონ ისრაელელ კოლეგებს.

როგორც ცნობილია, ისრაელში “ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაღუპულთა შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან.


ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა.