რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს ზომები დაძაბულობის ზრდის თავიდან ასაცილებლად და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე.
კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი შეიძლება, მოგვარდეს მხოლოდ „ორი სახელმწიფოს“ გეგმის საფუძველზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.