ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, მთავრობის წინადადება, უკრაინის 95 მილიონი ევროს ღირებულების მე-19 სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს მომავალში. სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად,“ - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
მისი თქმით, ფინეთის მიერ უკრაინას მიწოდებული თავდაცვის პაკეტების ჯამური ღირებულება ახლა 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს.